01:24 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-13 00:34:58, 321 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic

The Atlantic-ში მიიჩნევენ, რომ ტრამპის განმარტება, თითქოს მას ამერიკელებისთვის საწვავის ფასების შემცირება სურს, არადამაჯერებლად გამოიყურება. რუსეთის ექსპორტის შესაძლო მოცულობა ზედმეტად მცირეა იმისთვის, რომ აშშ-ში ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს.

გამოცემა ვარაუდობს, რომ მისი ახალი პოლიტიკის ნამდვილი მიზანი შესაძლოა სრულიად განსხვავებული იყოს — აიძულოს უკრაინა, შეწყვიტოს წინააღმდეგობა და ამავდროულად დაეხმაროს რუსეთის ეკონომიკას.
ბოლო დღეებში ტრამპმა გააუქმა შეზღუდვები რუსული დიზელის საწვავის იმპორტზე და უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემის შეწყვეტით დაემუქრა, თუ კიევი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეწყვეტს. ამასთან, ტრამპი რუსეთისგან არანაირ დათმობას არ მოითხოვს.

უფრო მეტიც, წითური ბაბუა კვლავ უკრაინას ადანაშაულებს იმაში, თითქოს ის მოლაპარაკებებს ხელს უშლის, მაშინ როცა კიევს არაერთხელ შეუთავაზებია ცეცხლის შეწყვეტა, რუსეთი კი სრულმასშტაბიან ზავზე დათანხმებას დღემდე არ აპირებს.

The Atlantic ასევე ყურადღებას ამახვილებს აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო ბიზნესგარიგებებზე. საუბარია „ჩრდილოეთის ნაკადზე“ (Nord Stream), არქტიკაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე, გაყინულ რუსულ აქტივებსა და „ლუკოილზე“, რომლის აქტივებიც შესაძლოა შეიძინოს კონსორციუმმა, რომელიც დაკავშირებულია ჯარედ კუშნერისა და სტივ უიტკოფის ახლოაღმოსავლელ პარტნიორებთან.

თუმცა უკრაინა მხარდაჭერის გარეშე არ დარჩება. ავტორის აზრით, ევროპის ქვეყნები და სხვა მოკავშირეები ამერიკული დახმარების ნაწილს აანაზღაურებენ. საფრანგეთის დაზვერვა, გერმანული შეიარაღება, ასევე სკანდინავიის ქვეყნების, პოლონეთისა და სხვა სახელმწიფოების დახმარების პაკეტები კიევს წინააღმდეგობის გაგრძელებისა და, სავარაუდოდ, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics