02:36 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-12 16:48:34, 677 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ფინანსური რესურსი მოიზიდა

საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for Reimbursement of Trade Advances (CARTA) ფარგლებში გაფორმდა და იგი Citi-სა და საქართველოს ბანკს შორის მეთექვსმეტე წარმატებულ გარიგებას წარმოადგენს.

ახალი შეთანხმება მიზნად ისახავს ქვეყანაში სწრაფად მზარდი კორპორატიული, მცირე და საშუალო (SME) ბიზნესებისთვის  სავაჭრო დაფინანსება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს და ამით გააძლიეროს სექტორი. ფინანსური რესურსი საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ ბიზნესებს მნიშვნელოვან  მხარდაჭერას გაუწევს, დაეხმარება აუცილებელ დაფინანსებაზე წვდომაში და ქვეყნის მასშტაბით, ეკონომიკურ ზრდას  შეუწყობს ხელს.

"ვამაყობთ, რომ Citi-სთან ჩვენ გამორჩეულ პარტნიორობას 50 მილიონი აშშ დოლარის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებით ვაგრძელებთ. ქართული კომპანიების, განსაკუთრებით კორპორატიული და მცირე-საშუალო ბიზნესის სეგმენტის მზარდი საჭიროებების გათვალისწინებით, ვაგრძელებთ სავაჭრო დაფინანსებისთვის ძლიერი გადაწყვეტილებების შეთავაზებას, რაც მათ წარმატებას შეუწყობს ხელს. ეს შეთანხმება ადასტურებს ჩვენი გამოცდილებისადმი  გლობალური პარტნიორების ნდობას და ქართული ბაზრის განვითარებისადმი  ჩვენს ერთგულებას. მოუთმენლად ველით Citi-სთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას, რათა ახალი ზრდის შესაძლებლობები შევქმნათ ბიზნესებისთვის როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე." - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

"როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში და კავკასიის რეგიონში, საქართველოს ბანკი Citi-სთვის ღირებულ პარტნიორად რჩება. აღნიშნული თანამშრომლობა აფართოებს ჩვენს შესაძლებლობებს სავაჭრო დაფინანსების ინიციატივების განხორციელებისა და კლიენტთა ზრდის ამბიციების მხარდაჭერის კუთხით. ასევე, კიდევ უფრო ამყარებს Citi-ს მტკიცე ვალდებულებას საქართველოსა და მთლიანად რეგიონის ეკონომიკური განვითარების მიმართ." - განაცხადა ემრე უმუთმა, Citi-ს ფინანსური ინსტიტუტის გაყიდვების სახაზინო და სავაჭრო გადაწყვეტილებების მიმართულების ხელმძღვანელმა შუა აღმოსავლეთსა და აფრიკაში





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics