14:18 - 12 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-12 12:54:34, 246 ნახვა

პოლიტიკა
ბულგარეთის საგარეო მინისტრი: მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართვა შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ დიალოგში

ბულგარეთის საგარეო  საქმეთა მინისტრმა, ველისლავა პეტროვა-ჩამოვამ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველო შავი ზღვის რეგიონის ქვეყანაა და მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის დიალოგში ჩართულობა. 

"ვფიქრობ, დროა, ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა ეტაპზე ვიმყოფებით და რა როლის შესრულება შეუძლია საქართველოს. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, საქართველო შავი ზღვის რეგიონის ქვეყანაა. ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჩართვა დიალოგში იმის შესახებ, თუ როგორ უზრუნველვყოფთ შავი ზღვის უსაფრთხოებას. 

ამიტომ, სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ იმ სექტორულ მიმართულებებზე, სადაც მათი როლი მნიშვნელოვანი იქნება, და მათთან დიალოგი გადამწყვეტია. შესაბამისად, ვფიქრობ, კარგი დროა ამ საკითხზე საუბრის დასაწყებად", - თქვა პეტროვა-ჩამოვამ.

ცნობისთვის, დღეს 12 ოქტომბერს, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა იმართება, სადაც წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.

სხდომას კაია კალასი ხელმძღვანელობს.

საქართველოს საკითხი დღის წესრიგში "მიმდინარე საკითხების" ნაწილშია შეტანილი. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
საია: სისტემა გავლენიანი მოსამართლეების ვიწრო ჯგუფის მიერ იმართება
ბულგარეთის საგარეო მინისტრი: მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართვა შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ დიალოგში
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ოანა ცოიუ –საჯაროდ უნდა დავგმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული არჩევნები. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ითქვას ძალიან მკაფიოდ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics