16:12 - 09 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-09 15:02:14, 263 ნახვა

მსოფლიო
ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა გაეროს ყოფილ კომისარს ნავი პილაის

მშვიდობის პრემიის წლევანდელი ლაურეატი 9 ოქტომბერს გამოცხადდა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში.

ნობელის კომიტეტმა ნავი პილაის მშვიდობის პრემია მიანიჭა მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის განმტკიცებისკენ მიმართული ძალისხმევისთვის. კომიტეტმა ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან როლსაც, რომელიც ნავი პილაიმ შეასრულა ომის დანაშაულთან, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულთან და გენოციდთან ბრძოლაში.

ნავი პილაი 1941 წლის 23 სექტემბერს დაიბადა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.

პირველი არათეთრკანიანი ქალია, რომელიც 1995 წელს გახდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

ნავი პილაი გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი იყო 2008-2014 წლებში. იყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეც. ხელმძღვანელობდა რუანდაში გენოციდის გამო შექმნილ საერთაშორისო ტრიბუნალს.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით
ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა გაეროს ყოფილ კომისარს ნავი პილაის
პაპუაშვილი - თუ ევროკავშირს უნდა საქართველო მისი წევრი გახდეს, ასეთი პარლამენტით ვერ მიგვიღებს
ლილოს ნაგავსაყრელის გატანაზე კვლევები ტარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics