|
2026-10-08 19:45:03, 261 ნახვა
პოლიტიკა
ზახაროვა პრორუსი პროპაგანდისტების სანქცირებას დიდი ბრიტანეთის მხრიდან - ეს არის საშინელი ფარისევლობა ბრიტანეთის ხელისუფლების მხრიდან
ეს არის საშინელი ფარისევლობა ბრიტანეთის ხელისუფლების მხრიდან" | ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა პრორუსი ჟურნალისტებისა და პროპაგანდისტების სანქცირებას დიდი ბრიტანეთის მხრიდან. "ეს არის საშინელი ფარისევლობა ბრიტანეთის ხელისუფლების მხრიდან, რომელიც, ერთი მხრივ, ყველას სიტყვის თავისუფლებას უქადაგებს, ღიაობის რაღაც რეიტინგებს ადგენს, თავს დემოკრატიის შუქურად აცხადებს, ხოლო მეორე მხრივ, სანქციებს უწესებს ჟურნალისტებს... რა შუაშია აქ ლონდონი? იმის გათვალისწინებით, რომ ლონდონს ამ რეგიონში საკუთარი ინტერესები აქვს. ხოლო ლონდონის ერთ-ერთი ინტერესი, საუკუნოვანი ინტერესი, არის იმ სტაბილური თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების კავშირების დარღვევა, რომლებიც რეგიონის მოთამაშეებს შორის ყალიბდება" | ამბობს ზახაროვა. მისივე განცხადებით, ბრიტანეთი იქცევა, როგორც "სამართლიანობის წინააღმდეგ მებრძოლი". "ამ სრულიად უკანონო საქმიანობის განხორციელებით, ლონდონი უბრალოდ გვევლინება როგორც სიმართლის წინააღმდეგ მებრძოლი. არსებობს გამოთქმა „სიმართლისთვის მებრძოლები“, მაგრამ ესენი სიმართლის წინააღმდეგ მებრძოლები არიან... სანქციები შეიძლება შეფასდეს როგორც ცენზურა, რადგან ისინი საინფორმაციო სივრცის ცენზურას ახდენენ“ | ამბობს ზახაროვა. რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა პირველ ოქტომბერს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის დის ქმარი პაატა აბულაძე, მამუკა ფიფია, ნიკოლოზ მჟავანაძე და გიორგი ირემაძე დაასანქცირა. ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, მიზეზი პროკრემლისტური დეზინფორმაციის გავრცელებაა. სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას, დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის აკრძალვასა და სხვა ფინანსურ შეზღუდვებს
ცნობილი ფსიქოთერაპევტ ანატოლი კაშპიროვსკის ცხედარი მოსკოვიდან უკრაინის საზღვრისკენ გადაასვენეს, მას უკრაინაში დაკრძალავდნ
ზახაროვა პრორუსი პროპაგანდისტების სანქცირებას დიდი ბრიტანეთის მხრიდან - ეს არის საშინელი ფარისევლობა ბრიტანეთის ხელისუფლების მხრიდან
საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)