13:10 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-08 11:50:25, 280 ნახვა

ეკონომიკა
თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

თიბისი The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ის გამარჯვებულია. ბანკმა საერთაშორისო აღიარება ექვს ნომინაციაში მოიპოვა; მათ შორის, გლობალურ ნომინაციაში - საუკეთესო ციფრული გამოცდილება ვადიანი ანაბრებისთვის.

გლობალური ჯილდო თიბისიმ ვადიანი ანაბრების სრულად ციფრული გამოცდილებისთვის მიიღო. მობაილბანკში მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია ვადიანი ანაბრების მრავალფეროვანი არჩევანი, რომელიც სხვადასხვა ფინანსურ საჭიროებასა და მიზანს პასუხობს - პირადი მიზნისთვის თანხის ეტაპობრივად დაგროვებას, სხვებთან ერთად საერთო მიზნისთვის დაზოგვასა თუ უკვე არსებული დანაზოგის სარგებლის მისაღებად განთავსებას.

მომხმარებლებს შეუძლიათ, საკუთარ გეგმებსა და სურვილებს მოარგონ ანაბრის ტიპი, ვადა და ვალუტა, გახსნან სასურველი პროდუქტი და მართონ დანაზოგი სრულად ციფრულად, ფილიალში ვიზიტის გარეშე. ეს გამოცდილება დაზოგვასა და ფინანსური მიზნების დაგეგმვას უფრო მარტივსა და ხელმისაწვდომს ხდის და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, დანაზოგი საკუთარი საჭიროებებისა და სამომავლო გეგმების შესაბამისად მართონ.

The Digital Banker-მა აღმოსავლეთ ევროპისა და საქართველოს მასშტაბით, თიბისის კიდევ ხუთი ჯილდო მიანიჭა:

  • საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში  
  • მომხმარებლის ონბორდინგისა და ფინანსური საჭიროებების გამოვლენის საუკეთესო გამოცდილება საქართველოში;
  • დამოუკიდებელი ინვესტირების საუკეთესო პლატფორმა საქართველოში;
  • ETF-ებისა და პასიური ინვესტირების საუკეთესო პლატფორმა საქართველოში;
  • საუკეთესო საკრედიტო ბარათი ფინანსურად მზარდი სეგმენტის მომხმარებლებისთვის საქართველოში.

თიბისისთვის ეს ჯილდოები მხოლოდ მიღწეული შედეგის აღიარება არ არის - ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ მომხმარებლების საჭიროებებზე დაყრდნობით შექმნილი მარტივი და ინოვაციური გამოცდილება, ყოველდღიურ ფინანსურ გადაწყვეტილებებს უფრო და უფრო ამარტივებს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ჯანმო-მ ჯერ კიდევ არ მიიღო საჭირო განმარტება რუსეთისგან ჭირით შესაძლო გარდაცვალების შესახებ
პროკურატურამ სერგი ყანჩელის წამების და გაუპატიურების შესახებ განცხადებაზე, გამოძიება დაიწყო
მათიკაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე - ამ ყველაფერს გააჩნია ჩალის ფასი
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics