14:04 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-08 12:38:14, 340 ნახვა

პროკურატურამ სერგი ყანჩელის წამების და გაუპატიურების შესახებ განცხადებაზე, გამოძიება დაიწყო

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

პროკურატურის ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომლის შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას.

 ეხება 23 წლის სამოქალაქო და პროევროპული აქციების აქტივისტის ხმაურიან განცხადებას, რომლის მიხედვითაც მას 2026 წლის 27 სექტემბერს პოლიციელებმა სასტიკად აწამეს, არაადამიანურად მოეპყრნენ და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. ყანჩელის თქმით, ამ მძიმე შემთხვევის გამო მას სასწრაფოდ მოუწია საქართველოს დატოვება და ამჟამად უსაფრთხო ქვეყანაში იმყოფება. 

 აქტივისტი აცხადებს, რომ იგი პოლიციამ გააჩერა, რის შემდეგაც გადაიყვანეს სასაფლაოზე. მისი თქმით, სამართალდამცველები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, დანით დაუკაწრეს სახე, იარაღის მუქარით აიძულებდნენ საკუთარი საფლავის ამოთხრას და ემუქრებოდნენ სექსუალური ხასიათის ძალადობით.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ლევან სანიკიძე - დღეს საქართველოში პოლიტიკა მკვდარია - ამ დროს ისევ გრძელდება მარჩიელობა, კობახიძეს მოხსნიან თუ არა
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics