14:25 - 07 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-07 13:24:05, 364 ნახვა

პოლიტიკა
დეკანოიძე- გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ აგოს პასუხი

დიდი ხანი ვიბრძვით საქართველოს მშვიდობიანი ევროპული მომავლისთვის, გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ აგოს პასუხი, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

“საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ დღეს სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება. ამ დებატების შემდეგ ევროპარლამენტი მიიღებს რეზოლუციას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების” ქართველი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულ შედეგებს შეეხება. მოგეხსენებათ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არის ევროპის სახალხო პარტიის, ყველაზე დიდი ევროპული პოლიტიკური ოჯახის წევრი და ჩვენს პარტნიორებთან ერთად დიდი ხანია ვმუშაობთ, რათა საქართველომ მშვიდობის და სტაბილურობის ევროპული ქოლგის ქვეშ ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდროს. შესაბამისად, ჩვენ პარტნიორებთან ერთად, იმ თანამშრომლობის ფარგლებში, რომელსაც დღეს ვიხილავთ, მივიღებთ მონაწილეობას ამ კონკრეტული დებატებისა და შემდეგ რეზოლუციის შემუშავებაში. ეს დებატები სამ ძირითად საკითხს შეეხება. პირველი, ეს შეეხება პარტიების აკრძალვის თემას. ეს არის ქართველი ხალხისთვის ჩამორთმეული უფლება, რომ თავიანთი პოლიტიკური წარმომადგენლობები ჰყავდეთ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ანტიდემოკრატიული ნაბიჯი, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებში არ შედის. მეორე, იქნება, პოლიტიკური დევნის საკითხი. საქართველოში ადამიანის უფლებების პოლიტიკური გათელვა, პოლიტიკური მართლმსაჯულების არ არსებობა არის ზუსტად ის შედეგი, რაც ივანიშვილის 14 წლიანმა მმართველობამ მოიტანა. საზოგადოებას შევახსენებ, რომ ჩვენი პოლიტიკური ლიდერები, ისევე როგორც სხვა პარტიების წევრები და ჟურნალისტები არიან საპატიმროში, ლევან ხაბეიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ირაკლი ნადირაძე და ეს არის ზუსტად ის თემა, რომელიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა რეზოლუციისა და დებატების დროს. მესამე, სანქციების თემა, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ძალიან დიდი ხანია ვმუშაობთ, რათა კონკრეტულ ადამიანებს სანქციები დაუწესდეთ ევროკავშირის მიერ. ჩვენ ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესდა თავისი რუსული გავლენების კონტექსტში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, მაგრამ ჩვენი თხოვნა და მოთხოვნაა, რომ ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს, კახა კალაძესა და ყველა იმ ადამიანზე, რომელიც კვებავს ამ რეჟიმს და ავრცელებს საქართველოში რუსულ გავლენებს, იყოს გავრცელებული სანქციები. ეს შეეხება, როგორც გადაადგილების შეზღუდვას, ისე ფინანსურ სანქციებს. ეს იმ ადამიანებს შეეხებათ, რომლებიც შავი ფულის გადარიცხვებით კვებავენ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს. ეს სანქციების მოთხოვნა, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ხანია და ვფიქრობთ, რომ ყველა იმ ადამიანს, რეჟიმის წარმომადგენელს, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ და რუსული რეჟიმის გასამტკიცებლად მოქმედებენ, უნდა დაუწესდეთ სანქციები.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც მინდა ხაზი გავუსვა არის, რომ დღეს და გუშინ ევროკავშირმა გამოაქვეყნა ძალიან მნიშვნელოვანი გაფართოების შესახებ დოკუმენტი, რომელშიც საქართველო გაფართოება არ არის წარმოდგენილი. არ არის წარმოდგენილი, რადგან ბიძინა ივანიშვილის “ქართულმა ოცნებამ” ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველო არა ევროკავშირის მშვიდობის და კეთილდღეობის ქოლგის ნაწილი გამხდარიყო და ამ ცივილიზებულ საზოგადოებაში დაემკვიდრებინა ადგილი, არამედ ჩვენ წავეყვანეთ იქ, საიდანაც ვრცელდება შავი ჭირი და ეს არის რუსეთი. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ საზოგადოებას ესმოდეს, რომ საქართველოს მეგობრები ჩვენთან ერთად, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ძალიან დიდი ხანი ვიბრძვით საქართველოს მშვიდობიანი ევროპული მომავლისთვის გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ აგოს პასუხი”, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
დავითაძე ამბობს, რომ ბადრაგები ციხეში უპრეცედენტო პროვოკაციებზე გადავიდნენ, პატიმრებზე ძალადობენ
დეკანოიძე- გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ აგოს პასუხი
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics