20:39 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-04 19:43:47, 537 ნახვა

სამართალი
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს

რუსთავის მე-17 დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს. 

ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა "ექსპრესნიუსს" დაუდასტურა. უწყების თქმით, გამოძიება სუიციდის ფაქტზე დაიწყო და გამოძიებასთან თანამშრომლობენ.

პენიტენციური სამსახური აზუსტებს, რომ მსჯავრდადებული 2023 წლიდან იხდიდა სასჯელს და „სასჯელის დასრულების თარიღი 2028 წელი“ იყო

პატიმრის ოჯახს კი სუიციდის ვერსიის არ სჯერა. 

გარდაცვლილის ოჯახის წევრმა, ტვ პირველთან სატელეფონო ინტერვიუში თქვა, რომ არ სჯერა თვითმკვლელობის ვერსიით, შესაძლოა პატიმარი "მოწამლეს", ასევე, ამბობს, რომ "დაზიანებებიც აქვს, მგონი". 

"პარასკევს გასკდა ეს ამბავი, რომ დაღუპულია. ამბობენ, თავი მოიკლაო, ბიჭებს უთქვამთ იქ, ტუალეტში შევიდა, ლურსმანზე ყოფილა კაპრონის ძაფი და თავი ჩამოიხრჩოო. დილას კიდევ ყავა დაულევია. ან მოწამლეს... არ ვიცი, ექსპერტებმა რა დაადგინეს და რა არა, თავს არაფრით არ მოიკლავდა, ძალადობის კვალიც აქვს, მგონი. თავს არ მოიკლავდა. სამწელიწადნახევარი ციხეში იყო და თავი არ მოუკლავს და ახლა, 2-3 თვეში უნდა გამოსულიყო და ახლა მოიკლავდა?", - თქვა პატიმრის მამიდამ, ვალიდა გულედანმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics