|
2026-10-03 15:32:44, 1674 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს
"სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს!" - წერს "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან, და ეხმაურება პატიმარ გიორგი დავითაძის განცხადებას, რომელიც ბადრაგს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ პატიმარ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ძალადობა. მისი თქმით, დამნაშავე ავადმყოფები არიან შემსრულებლებიც, დამკვეთებიც, „გამპრავებლებიც“ და მთლიანად სისტემა ივანიშვილის თაოსნობით - დღეს ჩვენი ძალა ერთად ბრძოლაშია"
რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა, გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე თქვა, რომ ბადრაგებმა გააუპატიურეს. "დეესკალაციაში ჩამიყვანეს და გამაუპატიურეს - თითით, ხელით. ამას ვამბობ ჩემი ოჯახის თანდასწრებით. ბატონო მოსამართლევ, ჩანს, როგორ აკეთებს ამ მოძრაობას ჩემს საჯდომთან - ამ დროს მატყუებს, რომ თითქოს, შარვალი აქვს ჩახდილი, მაგრამ თითი აქვს შეყოფილი. ამაზე მეტი კაცს რა უნდა გაგიკეთონ. გამაუპატიურეს, 10-მა კაცმა, ბადრაგებმა. კამერაში ეს ყველაფერი ჩანს. კამერების ქვეშ აკეთებენ ყველაფერს, სპეციალურად ისე დგანან, რომ არ გამოჩნდნენ, მაგრამ მაინც ვერ ფარავენ. ექსპერტიზების მოთხოვნის შემდეგ, ჩემზე იცით როგორი ძალადობა დაიწყო, ვერ წარმოგიდენიათ [...] სუიციდის მცდელობა მქონდა, იმიტომ რომ როგორია, გაგაუპატიურონ და ყოველდღე ისევ იმ ბადრაგებს უყურო". - ამბობს პატიმარი პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახი აცხადებს, რომ რუსთავის ციხეში დაკავებულს ბადრაგებმა სცემეს და მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა სისტემატურად ხორციელდება. გიორგი დავითაძე, საკრებულოს ყოფილი წევრი, ავთანდილ დავითაძის შვილია ოჯახის ინფორმაციით, ინციდენტი დეკემბერში მოხდა, რა დროსაც ბადრაგის 9 თანამშრომელმა პატიმარი დეესკალაციის ოთახში ჩაიყვანა და მასზე იძალადა. გიორგის დედა, ირმა დავითაძე ამბობს, რომ ძალადობა პოლიციის მოქმედი თანამშრომლის დავალებით ხდება, რომელსაც გიორგი დავითაძის სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს, და მოითხოვს მის სასწრაფო გადაყვანას სხვა დაწესებულებიდან
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)