|
2026-10-01 23:20:46, 8581 ნახვა
ევროპის ამბები
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„The Guardian“-ის ცნობით, ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის და ჰიბრიდული თავდასხმების მზარდი რაოდენობის წინაშე დგას, რასაც ნატო რუსეთს მიაწერს. „ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის“, - განაცხადა რუტემ მიუნსტერში, ვესტფალიის საერთაშორისო მშვიდობის პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე. მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ევროპაში რუსული „მავნე ჰიბრიდული თავდასხმების“ სია მუდმივად ფართოვდება. მან ახსენა კიბერშეტევები, დივერსია, ცეცხლის წაკიდება, საჰაერო სივრცის დარღვევები და დრონების ინციდენტები. რუტემ ასევე განაცხადა, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, ევროპული ქვეყნების დაშინებასა და გაყოფას იმედოვნებს. „პუტინს სურს ჩვენი დაშინება და გაყოფა, მაგრამ ის ვერ შეძლებს. და ჩვენი პასუხი მის მტრულ ქმედებებზე უკრაინის კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა იქნება“, - თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა. მან აღნიშნა, რომ ევროპელ ლიდერებს „გრძელი გზა აქვთ წინ“, რადგან რუსული სამხედრო მანქანა, მისი თქმით, მალე არ დაკარგავს თავის შესაძლებლობებს. რუტემ ასევე მიუთითა ჩინეთის შეიარაღებული ძალების მიმდინარე მოდერნიზაციაზე. ნატოს გენერალურმა მდივანმა მოუწოდა ევროპის ქვეყნებს, მზად იყვნენ შესაძლო მოვლენებისთვის. „მშვიდობა მყიფეა. ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით, რას მოიტანს ხვალინდელი დღე“, - თქვა მან და ხაზი გაუსვა, რომ ალიანსის ქვეყნები მზად არიან ერთმანეთი დაიცვან.
სულხან თამაზაშვილი- ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ ექვსი გარდაცვლილი, სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსკოვში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია გაგზავნა
ტრამპის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთი დათანხმდა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ნატოს კოლექტიური თავდაცვის პუნქტის შესაბამისად
მიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



