02:20 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-01 16:04:38, 371 ნახვა

პოლიტიკა
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისია კვლავ ჩაერია ტელევიზიების სარედაქციო დამოუკიდებლობაში „ფორმულა" „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის გამო 10,000 ლარით დააჯარიმა.

კომუნიკაციების კომისიამ, 14 სექტემბრიდან 16 სექტემბრის პერიოდში, მონიტორინგი ჩაატარა, რომლის შედეგადაც, „ფორმულას" 17-საათიან ახალი ამბების პროგრამებში წამყვანებისა და კორესპონდენტების მხრიდან, კომუნიკაციების კომისიის აზრით, პირადი მოსაზრებების გავრცელებისა და მიუკერძოებლობის კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტები გამოიკვეთა.

"კომისიის მიერ გამოვლენილი დარღვევები მოიცავდა ახალი ამბების პროგრამებში კორესპონდენტებისა და წამყვანების მიერ გაკეთებულ შეფასებებს, რომლებიც მიმდინარე პოლიტიკური და საზოგადოებრივი საკითხების მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების საფუძველზე გაშუქებას წარმოადგენდა, რასაც კანონმდებლობა ზღუდავს. კერძოდ: „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით აკრძალულია ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გაშუქება. იკრძალება მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. შესაბამისად, შეზღუდულია არა მხოლოდ მაუწყებლის პოზიციის გამოხატვა, არამედ - მაუწყებლის პოზიციის შესაბამისად, პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების და საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება.

გამომდინარე იქიდან, რომ ტელეკომპანია „ფორმულას" ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის უკვე მიღებული აქვს სამი სანქცია: წერილობითი გაფრთხილება, 2,500 და 5,000-ლარიანი ჯარიმები, ამ ჯერზე „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, მაუწყებელს უნდა დაეკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 3%-ისა, ან არანაკლებ 10,000 ლარის ოდენობისა. - წერია კომისიის ინფორმაციაში.

სარედაქციო დამოუკიდებლობის დარღვევა უშუალოდ და პირდაპირ კავშირშია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთან, რომელიც იცავს აზრის, გამოხატვისა და მედიის თავისუფლებას. 

კონსტიტუციურ დონეზე სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფა განიხილება, როგორც გამოხატვის თავისუფლებისა და ცენზურის აკრძალვის პრინციპების დარღვევა. 

ძირითადი კონსტიტუციური და საკანონმდებლო ჩარჩო:

  • საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი (აზრის, გამოხატვისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლება):
    • ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი ადამიანის უფლებაა თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.
    • მუხლის მე-3 პუნქტი პირდაპირ ადგენს: „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია“. სარედაქციო დამოუკიდებლობაში გარეშე პირების (სახელმწიფოს, მფლობელის ან სხვა ინტერესთა ჯგუფების) ჩარევა და შინაარსის კონტროლი სამართლებრივად სწორედ ცენზურად ფასდება.
    • მე-5 პუნქტი კი კრძალავს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ან მათი გავრცელების უფლების მონოპოლიზაციას. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics