2026-09-26 11:49:53, 307 ნახვა
სამართალი
21 წლის ბიჭს სამტრედიასთან მატარებელი დაეჯახა, იგი ადგილზე გარდაიცვალა
სამტრედიაში, სანავარდოს დასახლების მიმდებარედ, ბათუმი-ქუთაისის მატარებელი 21 წლის ბიჭს დაეჯახა. იგი ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ლიანდაგის მიმდებარედ ბაბუა და შვილიშვილი თვითდასაქმებულები იყვნენ.
"რომ მივიდეთ ადგილზე საშინელი სურათი დაგვხვდა, ბიჭი ადგილზე იყო გარდაცვლილი. ბაბუა და შვილიშვილი მიმდებარედ თვითდასაქმებულები იყვნენ, ამ ბიჭს ალბათ, ან ტუალეტი უნდოდა ან რაღაც და ლიანდაგებისკენ იყო წასული და მატარებელი დაეჯახა", - განუცხადა "ინფო იმერეთს" თვითმხილველმა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 275-ე მუხლით მიმდინარეობს.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან