2026-09-25 10:26:59, 326 ნახვა
მსოფლიო
CNN: დიმიტრიევმა ნიუ-იორკში ვიტკოფთან და კუშნერთან მოლაპარაკებები გამართა
რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი და ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივენ ვიტკოფს და აშშ-ის პრეზიდენტის სიძეს, ჯარედ კუშნერს შეხვდა. ამის შესახებ CNN-მა 23 სექტემბერს წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა.
„მხარეებმა რუსეთსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა, ასევე უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება განიხილეს“, - ნათქვამია რეპორტაჟში.
არხის ცნობით, დმიტრიევი ნიუ-იორკში მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და რუსეთ-ამერიკის დიალოგის მიმდინარე ძალისხმევის ფარგლებში ჩავიდა.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან