13:03 - 19 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-19 11:25:50, 294 ნახვა

სამართალი
დააკავეს პირი, რომელმაც მაღაზიიდან კომპიუტერულ ტექნიკა მოიპარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყებსი ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში მდებარე ტექნიკის მაღაზიიდან უკანონოდ დაეუფლა ძვირადღირებულ კომპიუტერულ ტექნიკას და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა. 

სამართალდამცველებმა ის ცხელ კვალზე დააკავეს, ნაქურდალი ნივთი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ცხინვალში ე.წ აჩევნებზე მარატ კამბოლოვი - 88,4% ლიდერობს
ზახაროვა: რუსეთისა და საქართველოს ხალხებს ერთმანეთი ენატრებათ
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
დააკავეს პირი, რომელმაც მაღაზიიდან კომპიუტერულ ტექნიკა მოიპარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics