13:03 - 16 Sep, 2026
|
2026-09-15 17:02:26, 325 ნახვა
სამართალი
პარლამენტმა დავით მამისეიშვილი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია.
საქართველოს პარლამენტმა დავით მამისეიშვილი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია. მამისეიშვილის კანდიდატურას მხარი პარლამენტის ოთხმოცდახუთმა წევრმა დაუჭირა, ხოლო 12-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. დავით მამისეიშვილის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევის შესახებ პარლამენტის დადგენილება ძალაში შევა 2027 წლის 30 აპრილს, როდესაც მის მიერ დასაკავებელი სასამართლო თანამდებობა ვაკანტური გახდება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი მამისეიშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 14 სექტემბერს მოისმინა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მამისეიშვილს 25 წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს, მათ შორის 18 წელი მოსამართლედ მუშაობის.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)