23:12 - 14 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-14 12:40:19, 539 ნახვა

სამართალი
თორნიკე რაზმაძე სასამართლოს პროცესის გახსნას ითხოვს

ვიდეობლოგერ თორნიკე რაზმაძეს სოცქსელში დაწერილი კომენტარისთვის სასამართლოში მისი  პროცესის გახსნას ითხოვს. ჟურნალისტმა და მისმა ადვოკატმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რამდენიმე წუთის წინ ჩააბარეს წერილი, სადაც წერია, რომ მედიას უნდა მიეცეს შესაძლებლობა გააშუქოს პროცესი.

პროცესი 29 სექტემბერს, 16:00 საათზეა ჩანიშნული. 

ათასნაირი პროპაგანდისტული და მანიპულაციური ინფორმაცია გაავრცელეს თითქოს მე ვიღაც სხვას მივაყენე შეურაცხყოფა. ეს ყველაფერი სასამართლოზე გამოჩნდება. თუ არაფერი აქვს დასამალი და მანიპულაციას არ აქვს ადგილი, მივმართეთ ჩვენ, რომ გახსნან სასამართლო პროცესი და ყველამ ნახოს რა მოხდება. მით უმეტეს, 2012 წელს, როდესაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა, თავად იძახდა, რომ სასამართლო პროცესები უნდა გახსნილიყო, რტომელიც წინა ხელისუფლებამ გირგვლიანის საქმის შემდეგ დახურა. 

მას შემდეგ რაც დასჭირდათ, სინდისის პატიმრებზე საზოგადოებას სიმართლე რო არ გეგო, დახურეს სასამართლო პროცესები და დღემდე ასე მიმართვებით თუ გაგვიხსნიან. დიდი იმედი არ მაქვს, რომ ჩემს პროცესს გახსნიან, თუმცა ჩვენ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოვიყენეთ"- აცხადებს ბლოგერი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტი, რომლსაც საზოგადოების ნაწილი "სქროლვა-ქსრინვის" სამსახურს უწოდებს,  სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო ბლოგერის, თორნიკე რაზმაძის სამართალდამრღვევად ცნობას ითხოვს. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
უკრაინელი და ქართველი ადამიანის უფლებათა დამცველი ალექსანდრა დელემენჩუკი გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics