|
2026-09-12 16:41:24, 2998 ნახვა
სამართალი
ექიმ მაია კოხტაშვილს შეეფარდა საპატიმრო გირაო - 50 000 ლარი
ექიმ მაია კოხტაშვილს შეეფარდა საპატიმრო გირაო - 50 000 ლარი. ექიმს მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო ედავებიან. მაია კოხტაშვილმა, დღეს თელავის სასამართლოში თქვა, რომ მასთან დასახმარებლად მამაკაცი მივიდა, რომელიც ექიმს არწმუნებდა, რომ ბებიის მკურნალობისთვის კონკრეტული წამალი სჭირდებოდა. ადვოკატის მტკიცებით, ეს კაცი სინამდვილეში პროვოკატორი აღმოჩნდა. როგორც სხდომიდან გახდა ცნობილი, პირი რომელიც ექიმთან დასახმარებლად მივიდა, ფინანსური პოლიციის თანამშრომელი, ბექა მარტყოფლიშვილია. ჟურნალისტი გელა მთივლიშვილის თქმით, ექიმი მაია კოხტაშვილი რუსთაველის პროტესტის აქტიური მონაწილის დედაა. "ახმეტაში დაკავებული ნევროლოგის, მაია კოხტაშვილის საქმეზე აგენტი-პროვოკატორია ბექა მარტყოფლიშვილი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კახეთის სამმართველოს თანამშრომელი! ბებია ჰყავდა ვითომ ლოგინად ჩავარდნილი ახმეტიდან შორს მდებარე სოფელ ნაფარეულში, სამწვერა ნერვის ანთებით და მწვავე ტკივილებით, ვითომ ბებია - მაყვალა მარტყოფლიშვილი", - წერს მთივლიშვილი.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)