|
2026-09-07 18:58:13, 4727 ნახვა
ევროპის ამბები
გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ საქსონია-ანჰალტში დამარცხებამ მისი პარტია „საფუძვლებამდე“ შეარყია
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა საქსონია-ანჰალტში არჩევნების შედეგებს გერმანიის პარტიული სისტემის „ტექტონიკური ცვლილება“ უწოდა და აღიარა, რომ მმართველმა ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა (CDU) დრამატული მარცხი განიცადა. Bild-ის ცნობით, პარტიის ფედერალური საბჭოს სხდომაზე მან განაცხადა, რომ გერმანიის ალტერნატივის (AfD) პოტენციური მთავრობა „რადიკალური მემარჯვენე“ იქნებოდა. „ეს ჩვენს პარტიას საფუძვლებამდე არყევს. ჩვენ უბრალოდ ვერ დავუბრუნდებით ჩვეულ საქმიანობას - არც მე და არც ფედერალურ მთავრობას“, - აღნიშნა მერცმა. მან აღიარა, რომ CDU-მ ვერ შეძლო საქსონია-ანჰალტის ამომრჩევლებთან „ემოციური კავშირის“ დამყარება და მათი მხარდაჭერის უზრუნველყოფა. მერცმა აღიარა, რომ CDU-მ ვერ შეძლო საქსონია-ანჰალტის ამომრჩევლებთან „ემოციური კავშირის“ დამყარება და მათი მხარდაჭერის უზრუნველყოფა. ამავდროულად, კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიის კონსტიტუცია საკმარის ინსტრუმენტებს იძლევა დემოკრატიული სისტემის დასაცავად. ამავდროულად, მან მოუწოდა CDU-ს ხელმძღვანელობას, ღიად განეხილათ პრობლემები, მაგრამ არ გამოეტანათ შიდა კონფლიქტები: მისი თქმით, საკუთარი პარტიის წინააღმდეგ საჯარო განცხადებები მხოლოდ კიდევ უფრო აზიანებს მას.
სულხან თამაზაშვილი- ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ ექვსი გარდაცვლილი, სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსკოვში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია გაგზავნა
ტრამპის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთი დათანხმდა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ნატოს კოლექტიური თავდაცვის პუნქტის შესაბამისად
მიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



