|
2026-09-07 12:08:17, 251 ნახვა
სამართალი
არასრულწლოვანიების კონფლიქტში ჩაერთო მამებიც, რამდენიმე დაიჭრა, ერთ-ერთის მამა დააკავეს
პოლიციამ მესტიაში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 სექტემბერს დაბა მესტიაში ორ არასრულწლოვანს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა. კონფლიქტში ჩაერთო ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეორე არასრულწლოვანს. ინციდენტში მოგვიანებით რამდენიმე მოქალაქე ჩაერთო, რა დროსაც ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით ორი პირი დაჭრა, ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავდა ბრალდებულიც. სამივე მათგანი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულში ბრალდებული პირი სამედიცინო დაწესებულებაში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე: აღნიშნულ საკითხს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
კახა კალაძე - დიფ სთეითი ცდილობს ბინძური ხერხებით დაამარცხოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიები
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: არსებობს შეთანხმება უკრაინა-აშშ-ევროპის ფორმატში ახალი შეხვედრის შესახებ
FT: ტრამპის წარმომადგენლებმა კიევში წინა საომარი მოლაპარაკების დოკუმენტების განახლებული ვერსიები ჩაიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)