2026-09-06 14:17:46, 240 ნახვა
სამართალი
ახალდაბის გზაზე ავარიას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა
ახალდაბის გზაზე მანქანა 14 წლის მოზარდს დაეჯახა, რის შედეგადაც ის დაიღუპა. ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მძღოლი დაკავებულია.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან