2026-09-03 22:04:47, 539 ნახვა
სამართალი
ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს დაეჯახა
ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს დაეჯახა. შეჯახების შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია აჭარა თაიმსი ავრცელებს.
პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
“ანბანის კოშკთან“ მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურის და სხვა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან