|
2026-09-02 13:14:04, 1087 ნახვა
სამართალი
ბიზნესმენმა და ცხოველთა უფლებების დამცველმა თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა
ბიზნესმენმა და ცხოველთა უფლებების დამცველმა თამაზ ელიზბარაშვილმა, რომელიც 1 სექტემბრის საღამოს დააკავეს, შიმშილობა გამოაცხადა. ამის შესახებ მის Facebook გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა: „დღევანდელი უსამართლობის შემდეგ, თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო. ის დიღომში, თბილისის მთავარ ადმინისტრაციაში გადაიყვანეს.“ ერთი დღით ადრე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯერ ბიზნესმენის მანქანა, შემდეგ კი მისი ბინა გაჩხრიკეს. ძაღლების თავშესაფრის დამფუძნებელს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აპატიმრებდნენ: მუქარით (მუხლი 151) და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებით (მუხლი 236). ელიზბარაშვილის ბინის ჩხრეკისას კონფლიქტი წარმოიშვა, რის შემდეგაც ბიზნესმენი ადმინისტრაციული წესით დააკავეს პოლიციელის კანონიერი ბრძანების დაუმორჩილებლობისთვის. ელიზბარაშვილის ადვოკატმა, ია სირანაშვილმა განაცხადა, რომ ჩხრეკის დროს მას სამართალდამცავებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გამოძიება დაწყებულია. თამაზ ელიზბარაშვილის თქმით, მის წინააღმდეგ საჩივარი პროსამთავრობო ტელეარხ „იმედის“ თანამშრომლებმა შეიტანეს, რომლებთანაც მას 30 აგვისტოს თბილისის ერთ-ერთ რესტორანში სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა.
ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მყვიდველთაგან, რუსეთი პირველ ადგილზეა
კანადამ სანქციები დააწესა უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში მონაწილე რუსების წინააღმდეგ
კიევში, რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად, ცხრასართულიან საცხოვრებელ შენობას ხანძარი გაუჩნდა, არიან დაჭრილები
უკრაინულმა დრონებმა სარატოვში Ozon-ის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა და საწყობი დაბომბეს
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
რუსებმა მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვებ პუნქტს შეუტიეს: 2 ადამიანი დაიღუპა, ფუნქციონირება შეჩერებულია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)