12:22 - 11 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-01 20:50:38, 901 ნახვა

სამართალი
სვანეთში და ასევე ზღვაში დაკარგული ტურისტი ქალები გარდაცვლილები იპოვეს

სვანეთში დაკარგული 20 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცხედარი ჭალაადის მყინვარის მიმდებარედ არის ნაპოვნი.

ცნობისთვის, გოგონას ძებნის ოპერაციაში სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ინტენსიურად იყვნენ ჩართული.

მანამდე, ახალგაზრდა ქალის მიერ დაქირავებული ავტომობილი ჭალაადის მყინვართან იპოვეს.

გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. 

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ ზღვაში იპოვეს ქალის ცხედარი. ქალს მაშველები 30 აგვისტოდან ეძებდნენ. ქალი 29 აგვისტოს, დაახლოებით ღამის 11 საათისათვის, ბათუმის ძველი ბულვარის მიმდებარედ შევიდა ზღვაში და გაუჩინარდა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
Wall Street Journal-ის ცნობით, ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 10 ათასი ქორწინება და 6 ათასი განქორწინება აღირიცხა
2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 17 509 ბავშვი დაიბადა, 22 224 ადამიანი გარდაიცვალა
რვა თვის განმავლობაში რუსულმა ნედლმა ნავთობმა საქართველოში ნედლი ნავთობის იმპორტის 100%, შეადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics