12:07 - 11 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-01 19:58:17, 912 ნახვა

ევროპის ამბები
ნორვეგიის მეფე ჰააკონ VIII-მ ფიცი დადო

სამშაბათს, 1 სექტემბერს, ნორვეგიის მეფე ჰააკონ VIII-მ ნორვეგიის პარლამენტის, სტორტინგის წინაშე ფიცი დადო. - ამის შესახებ იტყობინება NRK

ჰააკონ VIII-მ ნორვეგიის პარლამენტის წარმომადგენლების წინაშე კონსტიტუციის შესაბამისად მმართველობის პირობა დადო.

„გპირდები და ვფიცავ, რომ ნორვეგიის სამეფოს მისი კონსტიტუციისა და კანონების შესაბამისად ვმართავ, ამიტომ დამეხმარე ღმერთო, ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე“, - თქვა ახალმა მეფემ.

მონარქმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ სტორტინგსა და სამეფო სახლს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა გაგრძელდება.

„დედოფალთან ერთად ვადასტურებთ, რომ მზად ვართ შევასრულოთ ჩვენი მოვალეობები ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ“, - თქვა ჰააკონ VIII-მ.

ცერემონიაზე მას თან ახლდა პრინცესა ინგრიდ ალექსანდრა. სტორტინგში ფიცის დადებას დედოფალი სონია და პრინცი სვერე მაგნუსი დაესწრნენ. ნორვეგიის დედოფალი მეტე-მარიტი ვერ დაესწრო მეუღლის, მეფე ჰააკონ VIII-ის, პარლამენტის წინაშე ფიცის დადების ცერემონიას ფილტვის გადანერგვის გართულებების გამო.

ნორვეგიის მეფე ჰარალდ V, ევროპის ყველაზე ხანდაზმული მონარქი, 28 აგვისტოს დილით, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. მეფე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჰემოლიზური ანემიის მკურნალობას იტარებდა და შემდგომში მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.

მონარკის გარდაცვალების შემდეგ მისი ვაჟი, ჰააკონ VIII, ავტომატურად გახდა ნორვეგიის მეფე.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 10 ათასი ქორწინება და 6 ათასი განქორწინება აღირიცხა
2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 17 509 ბავშვი დაიბადა, 22 224 ადამიანი გარდაიცვალა
რვა თვის განმავლობაში რუსულმა ნედლმა ნავთობმა საქართველოში ნედლი ნავთობის იმპორტის 100%, შეადგინა
ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მყვიდველთაგან, რუსეთი პირველ ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics