09:21 - 02 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-01 16:40:11, 314 ნახვა

სამართალი
საოკუპაციო ხაზთან ახლოს დაკავებული 31 წლის საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

საქართველოს მოქალაქე გიორგი უზნაძე, რომელიც 2026 წლის მარტში ცხინვალის რეგიონში, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ორჭოსანთან გაიტაცეს, გაათავისუფლეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ის ამჟამად თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის კაგებე მისი დაკავების თარიღად 17 მარტს, ხოლო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 18 მარტს ასახელებს.

ცხინვალმა განაცხადა, რომ 1 სექტემბერს, „ექვსთვიანი პატიმრობის შემდეგ, ის [უზნაძე] გაათავისუფლეს და ქართულ მხარეს გადასცეს“. დე ფაქტო ხელისუფლებამ მას „საზღვრის უკანონო გადაკვეთაში“ დაადანაშაულა. მათ ასევე განაცხადეს, რომ 31 წლის მამაკაცი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისის მკვიდრია.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა ზელენსკის განცხადებას რუსეთის საჰაერო სივრცის „ფაქტობრივი დახურვის“ შესახებ „სახელმწიფო ტერორიზმის გამოყენება“ უწოდა
ვოლოდიმირ ზელენსკი- რუსეთის ცა ფაქტობრივად დაიხურება
ინაშვილი ღარიბაშვილის წერილზე: პროკურატურამ მოკვლევა უნდა დაიწყოს დასმულ კითხვებზე
ხატია დეკანოიძე - არაერთი თვითმკვლელობა - ეს არის ფორმულირება ღარიბაშვილის წერილში და საკმაოდ საგანგაშო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics