|
2026-08-31 15:47:17, 350 ნახვა
სამართალი
დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ქალს, პატიმრობა შეეფარდა
აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ქალს, უკრაინის მოქალაქეს, ვალერია კირლიუკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. გამოძიების ვერსიით, დაურ ბუავასთან, მის მიერ ნაქირავებ საცხოვრებელ ბინაში, 23 აგვისტოს, გვიან ღამით სტუმრად მივიდა მისი ნაცნობი, უკრაინის მოქალაქე ვ.კ. რომელსაც თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი”. გამოძიება აცხადებს, რომ მათ ნარკოტიკი ერთად მოიხმარეს, თუმცა ბრალდებულის ჩვენებით, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემდგომ, დაურ ბუავა ამბობდა, რომ „მისთვის არ იყო საკმარისი მიღებული ნარკოტიკული საშუალება და კიდევ უნდოდა მოხმარება“. პროკურატურის ცნობით, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შედეგად, დაახლოებით 03:00 საათისთვის თავად ბრალდებული ვ.კ. შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა.
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის ღამით დაბომბვიდან დღის განმავლობაში მუდმივ თავდასხმებზე გადაინაცვლა
რუსეთის ძალებმა დონეცკის რეგიონში, სლავიანსკზე FAB-500 ტიპის საჰაერო დარტყმა განახორციელეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)