09:29 - 31 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-30 12:54:44, 332 ნახვა

სამართალი
დენის კულანინი საქართველოს პირველ სექტემბერს დატოვებს და მესამე ქვეყანაში წავა

ალექსეი ნავალნის პარტიის წევრი, ყაველაშვილის მიერ შეწყალებული დენის კულანინი საქართველოს პირველ სექტემბერს, 13 საათზე დატოვებს და მესამე ქვეყანაში წავა - შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო შჩერბაკოვამ მიიღო.

ცნობისთვის, დენის კულანინი წარმოშობით რუსი აქტივისტია, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა. ის 2025 წლის 28 მარტს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალის მიხედვით, მან პოლიციის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა.

დენის კულანინს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საპროტესტო აქციებში მონაწილე 9 მსჯავრდებული შეიწყალა: დანიელ მუმლაძე, გურამ ხუტაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დენის კულანინი, საბა ჯიქია, დავით ხომერიკი, თორნიკე მჭედლიშვილი, სიმონ მახარაძე და ავთანდილ თოფჩიშვილი.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინა ბელგოროდის ოზონის რამდენიმე ობიექტს დაესხა თავს, არიან დაჭრილები
გერმანიაში პოლიტიკოსი სკანდალში გაეხვა წარწერით „რუსეთის არმია“ ფინჯნის გამო
პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა
ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარში, გაზგასამართი სადგური აფეთქდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics