09:09 - 29 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-28 15:42:35, 348 ნახვა

ევროპის ამბები
ჰააკონ VIII ნორვეგიის მეფე გახდა

ჰააკონ VIII, გარდაცვლილი ჰარალდ V-ის ვაჟი, ნორვეგიის მეფე გახდა. ტახტზე ასვლამდე ის კრონპრინცის (ტახტის მემკვიდრის) ტიტულს ატარებდა.

 დაიბადა 1973 წლის 20 ივლისს ოსლოში. ის მეფე ჰარალდ V-ისა და დედოფალ სონიას ერთადერთი ვაჟია.

ჰააკონ VIII თანამედროვე ეპოქაში (1905 წელს შვედეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ) ნორვეგიის მეოთხე მონარქია. მან მამის სამეფო დევიზი — „ყველაფერი ნორვეგიისთვის“ (Alt for Norge) შეინარჩუნა.

 2001 წელს დაქორწინდა მეტე-მარით ტიესემ ჰოიბიზე. მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ — პრინცესა ინგრიდ ალექსანდრა (რომელიც მამის გამეფების შემდეგ ტახტის პირველი მემკვიდრე გახდა) და პრინცი სვერე მაგნუსი.

ევროპის ყველაზე ხანდაზმული მონარქი დღეს, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ერთი დღით ადრე ნორვეგიის სამეფო კარმა მონარქის მძიმე მდგომარეობის შესახებ განაცხადა. ჰარალდ V 17 აგვისტოს საავადმყოფოში გადაიყვანეს და მას შემდეგ მეფის მოვალეობას მემკვიდრე პრინცი ჰააკონი ასრულებს.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი უკრაინაში ყოველთვიურად 6000-ით მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე ახლებით ავსებს
ზელენსკიმ რუსეთის მასშტაბით დღეში 1000 დრონის გაშვება ბრძანა
კრემლმაCIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ გამოსცადა ბირთვული რაკეტა, რომელსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლია
თბილისში რუსეთის მოქალაქე მოკლეს, დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics