|
2026-08-25 16:27:32, 831 ნახვა
სამართალი
ბოლო კვირის განმავლობაში რუსეთ-საქართველოს საზღვარი 113 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა
გასულ კვირას რუსეთ-საქართველოს საზღვარი ვერხნი ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით 113 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა, იტყობინება გამოცემა „პრაიმი“, ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურის პრესსამსახურზე დაყრდნობით. „ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ, ირბეკ ტომაევმა, განაცხადა, რომ... ბოლო კვირის განმავლობაში ვერხნი ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვარი 33 000-ზე მეტმა სატრანსპორტო საშუალებამ და 113 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა“, - ნათქვამია განცხადებაში. 19 აგვისტოს, რუსეთის ფედერალურმა საბაჟო სამსახურმა ვერხნი ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე „რეკორდული მგზავრთა ნაკადი“ დააფიქსირა: ერთ დღეში საკონტროლო-გამშვები პუნქტი 20 000-ზე მეტმა მგზავრმა გადაკვეთა. ცოტა ხნის შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ქვეყანაში 20 000 რუსი მოქალაქის შემოსვლის შესახებ ინფორმაციას „დეზინფორმაცია“ უწოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 24 საათში ქვეყანაში 7 880 ადამიანი შევიდა, ხოლო 8 406 გავიდა. მედია საშუალებები ქვეყნიდან რუსეთის მოქალაქეების წასვლის რაოდენობის ზრდას შემოდგომაზე მობილიზაციის შესაძლო ახალი ტალღის შესახებ ჭორებს მიაწერენ.
რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გათვალისწინებით, N47 საჯარო სკოლა და თბილისის კლასიკური გიმნაზია 15 სექტემბერს სასწავლო პროცესს ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ
PISM: რუსეთი ცდილობს პოლონეთ-უკრაინის დავის დესტაბილიზაციის ინსტრუმენტად გადაქცევას
მედვედევმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარებას „გეოპოლიტიკური სამართლიანობა“ უწოდა
პუტინი არ შეხვედრია მოსკოვში ჩასულ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ „პატრიოტის“რამდენიმე რაკეტა მიიღო
რუსეთმა მოლდოვასთან სასაზღვრო კიდევ ერთ პუნქტი დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)