|
2026-08-25 14:40:54, 629 ნახვა
სამართალი
დაკავებულია პირი, რომელმაც დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები სოციალური ქსელით გაავრცელა
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები, რაც შემდგომ სოციალური ქსელით უკანონოდ გაავრცელა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გათვალისწინებით, N47 საჯარო სკოლა და თბილისის კლასიკური გიმნაზია 15 სექტემბერს სასწავლო პროცესს ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ
PISM: რუსეთი ცდილობს პოლონეთ-უკრაინის დავის დესტაბილიზაციის ინსტრუმენტად გადაქცევას
მედვედევმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარებას „გეოპოლიტიკური სამართლიანობა“ უწოდა
პუტინი არ შეხვედრია მოსკოვში ჩასულ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ „პატრიოტის“რამდენიმე რაკეტა მიიღო
რუსეთმა მოლდოვასთან სასაზღვრო კიდევ ერთ პუნქტი დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)