|
2026-08-19 19:13:09, 1643 ნახვა
სამართალი
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც უარყო ინფორმაცია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ზემო ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტი 20 000 რუსეთის მოქალაქემ გადაკვეთა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და „გარკვეული დაინტერესებული მხარეების მიერ დეზინფორმაციის განზრახ გავრცელებას წარმოადგენს“. „გვსურს განვმარტოთ, რომ ბოლო 24 საათის მონაცემებით, ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სხვადასხვა ქვეყნის 7 880 მოქალაქემ გადაკვეთა. ასევე, იმავე პერიოდში, ამ საკონტროლო პუნქტის გავლით ქვეყანა სხვადასხვა ქვეყნის 8 406 მოქალაქემ დატოვა. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, ასევე სხვადასხვა მონაცემების დამახინჯებული ფორმით და არასწორი ინტერპრეტაციებით გავრცელებისგან“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ადრე, რუსეთის ფედერალურმა საბაჟო სამსახურმა განაცხადა, რომ ზემო ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით მგზავრთა გადაზიდვამ რეკორდი მოხსნა. სააგენტოს ცნობით, 18 აგვისტოს, ერთ დღეში, საზღვარი 20 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა.
სულხან თამაზაშვილი- ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ ექვსი გარდაცვლილი, სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსკოვში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია გაგზავნა
ტრამპის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთი დათანხმდა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ნატოს კოლექტიური თავდაცვის პუნქტის შესაბამისად
მიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



