05:50 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-17 12:07:40, 1086 ნახვა

სამართალი
ჩაქვში მატარებელი 35 წლის ბელორუსის მოქალაქეს დაეჯახა, იგი გარდაიცვალა

ჩაქვის ტერიტორიაზე სატვირთო მატარებელი ადამიანს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. 

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 35 წლის ბელარუსის მოქალაქე იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც სარკინიგზო, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, მწვანე კონცხის ტერიტორიაზე მატარებელი მოზარდს დაეჯახა. 16 წლის გოგო ადგილზე გარდაიცვალა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics