|
2026-08-11 11:38:36, 226 ნახვა
პოლიტიკა
გალუზინი: მოსკოვი თბილისთან პრაგმატული კავშირების გაფართოებისთვის მზად არის
რუსეთი საქართველოსთან პრაგმატული კავშირების გაფართოებისთვის მზად არის - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა, TASS-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, მოსკოვი თბილისთან ურთიერთობების განვითარების მიმართულებით თანამშრომლობისთვის ღიაა. „ჩვენ ღია ვართ თბილისთან პრაგმატული კავშირების შემდგომი გაფართოებისთვის. ცხადია, საქართველოს წარმატებული განვითარების გარანტია არა კონფრონტაციაში, არამედ ჩვენს ქვეყანასთან თანამშრომლობაშია“, - განაცხადა გალუზინმა. რუსი დიპლომატის თქმით, ამ ეტაპზე ქვეყნებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონტაქტები არ არსებობს. „რაც შეეხება ორმხრივ პოლიტიკურ კონტაქტებს, ისინი დღეისთვის არ არსებობს. მიზეზი ქართული მხარის მსგავსი დიალოგისთვის მოუმზადებლობაში მდგომარეობს. რა თქმა უნდა, მიჭირს ვიმსჯელო, როგორ ეხმარება ეს საქართველოს ამა თუ იმ პრობლემის დაძლევაში, თუმცა ეს მისი ხელისუფლების გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა გალუზინმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)