16:38 - 11 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-11 14:27:32, 264 ნახვა

მდინარაძე ახალ თანამდებობაზე: არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ "წინა თანამდებობაზე რა მისიაც ჰქონდა, ამოწურა".

"როცა მეუბნებიან, აქ გვჭირდებიო, მართლა გულწრფელად მიხარია [...] ირაკლი კობახიძესთან ასეთი საუბარი მართლაც შედგა, დასამალი არაფერია - რომ გამოწვევა დღეს აქ არის და გამკლავება სჭირდებაო. პრემიერის აზრი თუ არის ის და მისი თქმით, არის, რომ ამ გამოწვევას ჩემზე კარგად ბევრი ვერ გაართმევს თავს, დიდი სიამოვნებით შევუდგები ყველა გამოწვევას და იმის შესრულებას, რა დავალებაც იქნება ქართული ოცნების გუნდის, რომ რეგიონებში გავაძლიერო ბევრი იმ საქმის კეთება, რაც დაწყებულია. რომელსაც კიდევ უფრო მეტი მონდომება, სისტემურად კარგი მენეჯმენტი, ბიუროკრატიული ელემენტების შემცირება და აშ. სჭირდება. რწმუნებულებთან დავდივარ, საკითხებს საათობით გავდივართ და მგონია, რომ აქაც რაღაცას შევძლებ [...]

რეგიონალური პოლიტიკის წარმართვა სერიოზული პრიორიტეტია. ადამიანების აღქმაშიც კი რეგიონალური განვითარება სოციალურ, ტექნიკურ და მსგავს საკითხებთან ასოცირდება. ეს რეგიონალური პოლიტიკის წარმოებაში ერთ-ერთი შემადგენელი უნდა იყოს და არა ერთადერთი. ამიტომ, აქ რანგის აწევა გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო, რომ გარკვეულწილად რეგიონალურ საკითხებში, ყველა უწყება სახელმწიფო მინისტრთან და მის აპარატთან ურთიერთანგარიშვალდებულების ფორმატში იყოს  [...]

არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი ამ პოსტზე ყოფნა დიდი ხანი არ იყოს. იქიდან გამომდინარე, რომ ამ შემთხვევაში, ჩემი მთავარი მისია გარკვეული საკითხების გამართვა, მენეჯმენტის დახვეწა, რელსებზე დაყენებაა. შემდეგ თუ უფრო მეტი გამოწვევა სხვაგან იქნება, შეიძლება იქაც გადავინაცვლო". - თქვა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

ივლისის ბოლოს, ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იქმნება ახალი, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს.

მისივე თქმით, სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და რომელსაც ასევე მდინარაძე იკავებდა, გაუქმდება





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
გელათის მონასტრის ტერიტორიას განსაკუთრებული რეგულირების სტატუსი მიენიჭა
გიორგი ბარამიძე - არ გამოვრიცხავ, მოღალატეთა რუსულმა რეჟიმმა აიღოს და პირდაპირ გადამცეს რუსეთს
ჩიქოვანი: 2008-ში საქართველოს მოღალატე ხელისუფლება ჰყავდა, ამიტომ მოხდა, რაც მოხდა
12 წლის წინ დაკარგული ბიჭის საქმე: ძებნა უამინდობის გამო დროებით შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics