12:03 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-07 10:56:34, 234 ნახვა

სამართალი
არასრულწლოვანს, რომელმაც არასრულწლოვანთა ფოტოსურათები დაამონტაჟა, მიანიჭა პორნოგრაფიული იერსახე ბრალი წარუდგინეს

პროკურატურამ გამოძალვის და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადების, შენახვის და გავრცელების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა დაამზადა და საკუთარ მობილურ ტელეფონში შეინახა არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოები, რაც გაავრცელა სოციალურ ქსელებში, მათ შორის, მის მიერ შექმნილ „ინსტაგრამის“ გვერდზე.

ამასთან, ბრალდებული დაზარალებულის ოჯახისგან 10 000 ლარის გადახდას ითხოვდა.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაამზადა და საკუთარ მობილურ ტელეფონში შეინახა არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოები, რაც გაავრცელა სოციალურ ქსელებში, მათ შორის, მის მიერ შექმნილ „ინსტაგრამის“ გვერდზე. ასევე, იმავე გვერდზე ბრალდებულმა განათავსა მოთხოვნა მისთვის 10 000 ლარის გადაცემის შესახებ. პარალელურად ერთ-ერთი დაზარალებულის ოჯახის წევრს გაუგზავნა შეტყობინება და მოსთხოვა 10 000 ლარის გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვადასხვა პირების სიცოცხლის მოსპობით და ზემოთხსენებული სახელის გამტეხი, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველი ცნობების კვლავ გავრცელებით იმუქრებოდა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით და 255-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით წარედგინა (გამოძალვა, ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შენახვა, ფლობა, დამზადება და გავრცელება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ბათუმში ამზადებდნენ ცნობილი ბრენდების ფალსიფიცირებულ ვისკისა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს
პოლიციამ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, მეორის მიმართ კი დევნა დაიწყო
მიხეილ სააკაშვილი – არ მივატოვე ხალხი განსაცდელში, ფეხზე დავაყენე საქართველო, მთელი დემოკრატიული სამყარო და ქვეყანა გადავარჩინეთ
აშშ-ის საელჩო - აშშ კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics