17:39 - 11 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-31 11:25:03, 956 ნახვა

სამართალი
დაჭრა 2 ადამიანი და ადგილიდან მიიმალა - გორში მომხდარზე შსს-მ 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ბრალდებული დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5
წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 ივლისს, ბრალდებულმა გორში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა ორ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს." - წერია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში. 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: საქართველოს არსებობის ან არარსებობის წამზომი ამოქმედდა
გელათის მონასტრის ტერიტორიას განსაკუთრებული რეგულირების სტატუსი მიენიჭა
გიორგი ბარამიძე - არ გამოვრიცხავ, მოღალატეთა რუსულმა რეჟიმმა აიღოს და პირდაპირ გადამცეს რუსეთს
ჩიქოვანი: 2008-ში საქართველოს მოღალატე ხელისუფლება ჰყავდა, ამიტომ მოხდა, რაც მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics