01:20 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-28 12:37:36, 254 ნახვა

სამართალი
საქართველოს პროკურატურამ 21.5 მილიონი ლარის ოდენობის ფულის გათეთრების სქემა გამოავლინა

საქართველოს პროკურატურა ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოვლენის შესახებ იუწყება. განსაკუთრებით დიდი მასშტაბის ფულის გათეთრებისთვის ოთხი უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ხუთი იურიდიული პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

პროკურატურის პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ თანხების გასათეთრებლად, ბრალდებულებმა, ფაქტობრივი საქმიანობის წარმოების განზრახვის გარეშე, საქართველოში კომპანიები დაარეგისტრირეს და ყალბი დოკუმენტებისა და ფიქტიური გადახდის მიზნების გამოყენებით, საზღვარგარეთიდან სხვადასხვა ვალუტაში უკანონო და დაუსაბუთებელი თანხები, სულ 21,5 მილიონი ლარის ოდენობით, სხვადასხვა ვალუტაში გადარიცხეს.

თანხების გასათეთრებლად, ზემოაღნიშნულმა პირებმა, ასევე ფიქტიური გადახდის მიზნებისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სხვადასხვა საბანკო ანგარიშებზე გადარიცხეს საზღვარგარეთ საქართველოს საბანკო ანგარიშებზე დაგროვილი თანხების მცირე ნაწილი. უკანონო აქტივების ძირითადი ნაწილი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩამოართვეს.

„ბრალდებულების წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე განსაკუთრებით დიდი მასშტაბით ფულის გათეთრებისთვის. ეს დანაშაული ფიზიკური პირებისთვის 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო იურიდიული პირებისთვის - ლიკვიდაციას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.

პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოს მიმართავს ბრალდებულებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მათზე ძებნილთა სიაში შევა.

გამოძიების ფარგლებში, პროკურატურა ჩაატარებს შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს ჩამორთმეული აქტივების - დაახლოებით 14 მილიონი ლარის ეკვივალენტის უცხოური ვალუტის, ასევე 1 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონების - სახელმწიფოს სასარგებლოდ დასაბრუნებლად“, - განაცხადა საქართველოს პროკურატურამ.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics