03:35 - 20 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-23 19:45:39, 4404 ნახვა

სამართალი
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაზე საუბრისას სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ 2025 წელს დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში დაკავებულებთან, ბრალდებულებთან და მსჯავრდებულებთან გასაუბრების შედეგად, პოლიციელების მიერ პირის, მათ შორის, არასრულწლოვნის დაკავებისას ძალის გადამეტების და დაკავების შემდეგ ჩადენილი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის რამდენიმე სავარაუდო ფაქტი გამოიკვეთა. - განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ივანიშვილის პარლამენტში გამოსვლისას

სახალხო დამცველმა თქვა, რომ გამოკითხულ დაკავებულთა დაახლოებით ნახევარი, მათ შორის, ქალები და არასრულწლოვნები, აღნიშნავდნენ, რომ დაკავების შემდეგ, იზოლატორში მოთავსებისას, მათ სრულად გაახდევინეს ტანსაცმელი და ბუქნების გაკეთება მოსთხოვეს. რამდენიმე პირმა აღნიშნა, რომ გაშიშვლებას და ბუქნების გაკეთების მოთხოვნას ადგილი ჰქონდა პოლიციის ტერიტორიულ ორგანოებშიც.

„ამგვარ პრაქტიკაზე მიუთითებდნენ, როგორც ბრალდებულები, ისე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულება არ ითვალისწინებს პირის სხეულის სრულად გაშიშვლების და ბუქნების გაკეთების მოთხოვნის შესაძლებლობას. ამგვარი პრაქტიკა,  პირის მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობას წარმოადგენს.

საანგარიშო წელსაც, პრობლემური იყო უფლებების შესახებ დაკავებული პირების ინფორმირება.

განსაკუთრებულ პრობლემად  კვლავ რჩება აუდიო-ვიდეო ჩანაწერების წარმოება - პატრულ-ინსპექტორები/ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლები მოქალაქეებთან ურთიერთობისას ვიდეოგადაღებას იშვიათად მიმართავენ. მათ მოქალაქეებთან ურთიერთობისას ვიდეოგადაღების ვალდებულება კვლავ არ აქვთ.

არ არსებობს პოლიციის ავტომანქანაში დაკავებულის ყოფნისას, ასევე გამოკითხვის პროცესის აუდიო-ვიდეო ჩაწერის ვალდებულება. პატრულ-ინსპექტორების გარდა, არცერთ შემთხვევაში არ არის გაწერილი ვიდეომასალის შენახვის წესი და ვადები. „ - განაცხადა ლევან იოსელიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სულხან თამაზაშვილი- ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ ექვსი გარდაცვლილი, სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსკოვში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია გაგზავნა
ტრამპის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთი დათანხმდა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ნატოს კოლექტიური თავდაცვის პუნქტის შესაბამისად
მიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics