2026-06-19 14:40:57, 264 ნახვა
კალაძე: ელენე ხოშტარიას მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო
თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასმული კითხვის პასუხად კომენტარი გააკეთა.
"ელენე ხოშტარიას მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი პენიტენციური სამსახური ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს მოწოდების სიმაღლეზე", - თქვა კალაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,