|
2026-05-30 13:38:15, 254 ნახვა
სამართალი
გარდაცვლილი ინდოელი სტუდენტის მშობლები, მასზე ძალადობასა და შანტაჟზე საუბრობენ
ინდოეთის ერთ-ერთი წამყვანი გამოცემა India Today თბილისში გარდაცვლილი ინდოელი სტუდენტის მშობლების ინტერვიუს აქვეყნებს, მათ თქმით შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ პირთან, რომელთან ერთადაც მას ბინა ჰქონდა ნაქირავები. ისიც ინდოეთის მოქალაქეა. ოჯახის ინფორმაციით, შვილთან კონტაქტი თბილისის აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე გაწყდა და მას შემდეგ ვეღარ დაუკავშირდნენ. ისინი ამბობენ, რომ ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა. სტუდენტი უკრაინაში სამედიცინოზე სწავლობდა, ომის დაწყების შემდეგ კი სწავლა საქართველოში განაგრძო. 23 წლის დვანიტ რაჯდიპის მშობლებთან ინტერვიუ რამდენიმე დღის წინ, ინდურმა მედიამ ჩაწერა. მაშინ სტუდენტი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლებოდა: "ჩვენი მოთხოვნაა, რომ პოლიციამ ყველა ეჭვმიტანილი დააკავოს. ისინი მხოლოდ დაკითხეს და მალევე გაათავისუფლეს. ფსიქოლოგიური ძალადობის გარდა, მას ძარცვავდნენ. ჩემი შვილის ანგარიშიდან თანხაა გადარიცხული, რაც სწორედ ამ ზეწოლის შედეგია." | ამბობს დედა, დჰარმიშთა რაჯდიპი. "ბოლო 1 თვის განმავლობაში, იმ სახლში, სადაც ჩემი შვილი ცხოვრობდა, მას უამრავ პრობლემასთან უწევდა გამკლავება. ჩემს შვილს ქირაც გადახდილი ჰქონდა და დეპოზიტიც, თუმცა სულ რამდენიმე დღეში იქ მცხოვრებმა პირებმა მისი შევიწროება დაიწყეს. საჭმელს უჭამდნენ, ფულს ჰპარავდნენ და ტანსაცმელსაც კი უყრიდნენ. ამით შეწუხებულმა ჩემმა შვილმა სახლის დატოვება გადაწყვიტა. სხვაგან ნახა ოთახი და იქ უნდა გადასულიყო. ჩემმა შვილმა სახლის მფლობელს, სახელად ანილს დეპოზიტი მოსთხოვა და უარი მიიღო. შემდეგ ანილმა ჩემ შვილს უთხრა, რომ თითქოს მან სახლის კარი დააზიანა და უფრო მეტი უნდა გადაეხადა. ჩემმა შვილმა ჯერ უარი თქვა, თუმცა ოთახში გამოკეტეს და იქიდან დაარეკინეს ჩემთან. მესმოდა როგორ აყენებდნენ შეურაცხყოფას. საბოლოოდ თანხა მივეცით. ჩემი შვილი იმდენად იყო შეშინებული, რომ ვუთხარი ინდოეთში დაბრუნებულიყო, ბილეთი ვუყიდე. მეუბნებოდა, რომ აეროპორტისკენ გზაზე იყო, როდესაც მასთან კომუნიკაცია გაწყდა. ტელეფონს აღარ უპასუხია" | ამბობს მამა ინდურ მედიასთან. [ფორმულა] 23 წლის სტუდენტის, დვანიტ რაჯდიპის ცხედარი მტკვარში გუშინ ნახეს. ახალგაზრდას 14 მაისის შემდეგ ეძებდნენ. გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო , რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)