16:07 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-07 13:20:23, 3191 ნახვა

სამართალი
უძილაურას ჯაშუშობაში ბრალდებულების საქმეს, საიდუმლო გრიფი მიენიჭა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსის, ასევე „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი უძილაურას საქმეს გრიფი „სრულიად საიდუმლო“ ადევს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბექა გულედანას ადვოკატმა აცნობა. ამასობაში, ჯაშუშობაში ბრალდებული პირი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

„ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. ეს ნიშნავს, რომ ის თავს უდანაშაულოდ ცნობს. საქმის შესახებ დეტალებს ვერ გეტყვით“, - განაცხადა ბექა გულედანიმ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი უძილაური 5 მაისს დააკავეს. პროკურატურის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთი სახელმწიფო უწყების მაღალჩინოსანი, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით და საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო სახელმწიფოს დაზვერვის სამსახურის მოთხოვნით სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა სხვადასხვა ინფორმაციას და სხვადასხვა კატეგორიის ინფორმაციას.

მას ბრალი წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლით (ჯაშუშობა), რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში ვიზიტს არ გამორიცხავს: დიალოგი გაგრძელდება
აბიტურიენტებს კვლავ ექნებათ თავისუფალი ადგილების მქონე საგანმანათლებლო პროგრამებიდან სასურველის არჩევის შესაძლებლობა
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო - N61 ბაგა-ბაღი კუთვნილ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics