20:03 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-01 10:08:43, 337 ნახვა

სამართალი
პოლონეთში ქუჩაში ცემით მოკლული, საქართველოს მოქალაქე 37 წლის გიორგი ჭილაშვილია

პოლონეთში მოკლული საქართველოს მოქალაქე 37 წლის გიორგი ჭილაშვილია | ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. პოლონეთის პროკურატურამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 37 წლის კაცს 25 აპრილის ღამით ქალაქ გორჟოვ-ველკოპოლსკიში სასიკვდილოდ სცემეს.

მათივე ცნობით, "სამი ნაცნობი ქუჩაში სეირნობდა და ალკოჰოლს მოიხმარდა, რა დროსაც ორმა მათგანმა ახალგაზრდა კაცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მას სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის თავზე, მუშტებითა და წიხლებით სცემეს". უწყების ინფორმაციით, მიყენებული დაზიანებების შედეგად კაცი ადგილზე გარდაიცვალა. ჭილაშვილის საქართველოში გადმოსვენება ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გახდება შესაძლებელი

პროკურატურის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158 3 მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ცემას, რომელმაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. ბრალდებულებს ამჟამად სამთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 2-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

 გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდან წერს, რომ მოკლული წარმოშობით თელაველია, გარდაცვლილის დედა კი აცხადებს, რომ მისთვის მიწოდებული ინფორმაციით, თავდასხმაში დაახლოებით 8 პირი მონაწილეობდა. მან უკვე მიმართა პოლონეთში საქართველოს საკონსულოს, რადგან მიიჩნევს, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრულად არ ასახავს მომხდარს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics