2026-03-17 11:15:20, 237 ნახვა
სამართალი
Ajara Times: ბათუმში სპეცოპერაციისას ერთი ადამიანი დაიჭრა
Ajara Times-ის ინფორმაციით, ხელვაჩაურში, სპეცოპერაციისას ერთი ადამიანი დაიჭრა. ადგილობრივების თქმით, სამი პირის დაკავებისას, შემთხვევით გასროლისას ერთ-ერთი დაკავებულის დედა, ფეხის არეში დაიჭრა.
დაჭრილი 75 წლის ქალი, სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი - ამ ეტაპზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.
სამთავრობო მედიებმა დაწერეს, რომ აჭარაში მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს - სპეცოპერაციაში ასეულობით უსაფრთხოების და შსს-ს თანამშრომელი მონაწილეობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,