23:13 - 13 Mar, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-13 21:35:58, 215 ნახვა

სამართალი
მიქაუტაძე - მიუხედავად ასეთი ბრალდებებისა, პროკურატურას საპროცესოზე მივმართე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის თქმით, იმის მიუხედავად, რომ მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალს არ იზიარებს, ერთი კვირის წინ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა.

მიქაუტაძემ, ინტერპრესნიუსის ცნობით, სასამართლო პროცესის სხდომაზე პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალის შესახებ საუბრისას ასევე თქვა, რომ "ეს არის კონკრეტული პირების, რომელიც ზემოთ მოგახსენეთ, კონკრეტული დავალებების, მეგობრების თხოვნებისა და შურ-ბოღმიანობის შედეგი".

"რასაც ამდენი ხანია გიყვებით ტოვებს ერთადერთ, უალტერნატივო დასკვნის საფუძველს - ამდენი უზუსტობა ბუღალტერიაში და ჩვენებებში, მითუმეტეს, ეს ყველაფერი ვერ მოხდებოდა თავისთავად, ეს არის კონკრეტული პირების, რომელიც ზემოთ მოგახსენეთ, კონკრეტული დავალებების, მეგობრების თხოვნებისა და შურ-ბოღმიანობის შედეგი. სიცრუის და მიზანმიმართული დეზინფორმაციის შექმნის მცდელობით გამოწვეული ნეგატივის შესაღება საზოგადოებისთვის არა და ვერ გამოგივათ, ამის იმედი კი არა, მჯერა.

მიუხედავად ასეთი ბრალდებებისა, ასეთი ზიანისა, ოღონდ, ვის მივაყენე და რა მივაყენე არ ვიცი, ვინ რით დავაზიანე არ ვიცი, იმიტომ, რომ განგებამ გვაჩუქა ჩემი მოსახელის და მოგვარის მოლოდინი, ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად ჩაივლის და მალე გაჩნდება კაცი, მორიგი მიქაუტაძე, სწორედ ამიტომ, 1 კვირის წინ პროკურატურას მივმართე საპროცესო გარიგების გაფორმების თხოვნით. არარსებული დანაშაულის აღიარების და არარსებული ზიანის ანაზღაურების მზადყოფნის, რაც მთელი ოჯახის გადაწყვეტილება, რომ იქნებ, ერთად ვიზეიმოთ ის ბედნიერება, რაც რამდენიმე თვეში გველოდება. საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდა მოგვიწევს, მაგრამ არც ამას არ შევუშინდებით.

ისევ ცალმხრივი მოლოდინის რეჟიმში ვართ. პროკურატურა იმეორებდა, არ მოუმართავთო, ჰოდა, ჩვენც მივმართეთ. შეიქმნა პრაქტიკები მსგავსი შემთხვევებისა. ჩემი შემთხვევა ის არის, რომ გაუგებარია ზიანი ვის მიადგა და სად. საზოგადოებრივ ინტერესს მიადგა ზიანიო, როგორც 194-ე მუხლი, რომელსაც პროკურორები "რეზინის მუხლს" ეძახიან. სადამდეც გინდა, იქამდე გაწელავ, ამას ნიშნავს "რეზინის მუხლი". - თქვა მიქაუტაძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვმა საბჭოთა ლიდერის ხრუშჩოვის შვილიშვილი „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადა
მიქაუტაძე - მიუხედავად ასეთი ბრალდებებისა, პროკურატურას საპროცესოზე მივმართე
საფრანგეთმა და იტალიამ ირანთან საიდუმლო მოლაპარაკებები დაიწყეს ჰორმუზის სრუტის განბლოკვის მიზნით
აშშ-მ უკრაინას ორი ჰუმანოიდი რობოტი გადასცა, ომში რუს სამხედროებთან გამოსასაცდელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics