|
2026-03-03 12:09:29, 263 ნახვა
სამართალი
უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. შსს-ს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა ჩინეთის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, ეგვიპტის, რუსეთის, პაკისტანის, აზერბაიჯანის, იორდანიის, გერმანიის, ნიგერიის, ერაყის, ბანგლადეშის, უზბეკეთის, ვიეტნამის, კენიისა და კონგოს, ჯამში, 98 მოქალაქე. „მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის იანვრის თვეში საქართველოდან გაძევებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობამ 232 პირი შეადგინა, ხოლო გასული თვის სტატისტიკური მონაცემებით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან 312 უცხოელი არალეგალი გააძევეს. შესაბამისად, მიმდინარე წლის მხოლოდ ორი თვის შედეგების მიხედვით, გაძევებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჯამურმა მაჩვენებელმა 544 პირი შეადგინა. მიღებული სტატისტიკური შედეგი 346-პროცენტიან ზრდას წარმოადგენს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 4,5-ჯერ აღემატება. ასევე აღსანიშნავია, გასულ წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე გაძლიერებულმა საკანონმდებლო რეგულირებამ და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის კუთხით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარე საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებებმა ერთგვარი პრევენციული ხასიათის დატვირთვა მიიღო, რამაც საქართველოში მყოფი უცხოელი არალეგალების მხრიდან ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვება გამოიწვია. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის ჯამური მონაცემებით, ქვეყანა დატოვა 1306-მა უცხოელმა, რომლებსაც დარღვეული ჰქონდათ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის ვადები, რის გამოც მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 191-ე მუხლის საფუძველზე ფულადი ჯარიმა 1 000-დან 3 000 ლარამდე დაუწესდათ და დამატებით აეკრძალათ ქვეყანაში შემოსვლა ერთიდან სამ წლამდე ვადით“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
საბერძნეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, ის ჯაშუშურ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი
მედიის თავისუფლების ანგარიში: საქართველოში ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა
საცალო ფასზე ყველაზე მეტად ქეშბექი მოქმედებს, რომელიც მზარდია - კონკურენციის სააგენტო
ხვალიდან, „ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისი მომხმარებელს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება
|
რედაქტორის რჩევით
„ისტორიული განაჩენი“. ირანის ლიდერი ნათესავებთან ერთად საკუთარ რეზიდენციაში ისრაელის საჰაერო ძალების 30 ბომბის შედეგად დაიღუპა
ომის კიდევ ერთი წელი თუ მშვიდობის შანსი? როგორ აღნიშნავს უკრაინა რუსული შეჭრის მეოთხე წლისთავს
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთს 2027 წლისთვის ოდესასა და დნეპრის დაკავება სურს
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინა დაბომბეს, ხარკოვში 14 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 7 წლის ბავშვი
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)