|
2026-02-26 12:49:28, 334 ნახვა
სამართალი
ხელვაჩაურში მკვლელობის საქმის მოწმე: „ირაკლი დგებუაძემ თავში მუშტები მირტყა პოლიციაში“
„ირაკლი დგებუაძემ თავში მუშტები ჩამარტყა, სხვა პოლიციელებმაც მცემეს,“ – უთხრა ნაფიც მსაჯულებს და მოსამართლე ნინო სახელაშვილს მკვლელობის საქმეზე პროკურატურის მოწმემ ჯემალ ზანდარაძემ. - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს. ჯემალ ზანდარაძე პროკურატურის ერთ-ერთი მოწმეა, რომელიც დღეს დაკითხეს. მოწმემ საუბარი იმით დაიწყო, რომ იგი ამ მკვლელობიდან რამდენიმე დღეში – 2025 წლის 13 ივნისს გამოჰკითხეს აჭარის პოლიციის სამმართველოს შენობაში, სადაც მას ბათუმის პოლიციის მაშინდელმა უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ, სხვა პოლიციელებთან ერთად სცემა. „სამი პოლიციელი მირტყამდა“, – ამბობს ჯემალ ზანდარაძე. მოწმის თქმით, მას პოლიციელები პროკურატურისთვის სასურველი ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. მოწმე ჯემალ ზანდარაძის თქმით, ამ ცემის შემდეგ მას თავში კისტა გაუჩნდა. „თავდაპირველად მოვიდნენ სახლში, პოლიციიდან ვართო და გადამიყვანეს სამმართველოში, დაკითხვა დაახლოებით 4-5 საათს მაინც გაგრძელდა, იყო ფიზიკური ძალადობა და სიტყვიერიც… მუშტებს მირტყამდნენ თავში – სამი მირტყამდა, შენ ყველაფერი იცი და არ ამბობო. ძალიან ცუდად ვიყავი. ეპილეფსია მაქვს… რამდენიმე დღეში მივედი საავადმყოფოში და გადამიღეს თავზე, კისტა აღმომაჩნდა. ექიმმა მითხრა, მარცხენა მხარეს გაქვს 4 მილიმეტრი და ახალია, ძველი არ არისო. დეკემბერში როცა შევხვდი პროკურორს, მას მოვუყევი ამ ძალადობის შესახებ,“ – პროკურორზე მიანიშნა მოწმე ჯემალ ზანდარაძემ იმ დროს, როდესაც მას ადვოკატი რამინ პაპიძე უსვამდა შეკითხვებს. „მანამდე რატომ არ განაცხადეთ მომხდარზე?“ – ჰკითხა მოწმეს ადვოკატმა რამინ პაპიძემ. „ვერ ვხედავდი სამართალს… სამართალს ვერ ვიპოვიდი. ის [ირაკლი დგებუაძე] თანამდებობის პირი იყო და სიმართლეს ვერ ვიპოვიდი,“ – ნერვიულობა დაეტყო მოწმეს. საკუთარი მოწმის ჩვენება არც პროკურორ გიორგი მუჯირს მოეწონა: „თქვენ რატომ ხართ დარწმუნებული? თქვენც ხომ ესწრებოდით მის დაკითხვას – ძალიან ბევრი ტყუილი თქვა ჯემალ ზანდარაძემ,“ – გვითხრა პროკურორმა გიორგი მუჯირმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ. მან დაგვიდასტურა ის, რომ პოლიციის სამმართველოს შენობაში სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამატების მუხლით, ჩადენილი ძალადობით. საუბარია 2025 წლის 3 ივნისს ხელვაჩაურში მომხდარ შემთხვევაზე – სოფელ ერგესა და აჭარისწყალს შორის მდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით ღამის 3 საათზე, ავტომანქანაში მყოფი ბესო ბოლქვაძე ავტომატიდან მრავალჯერადი გასროლით ჩაცხრილეს, ავტომანქანა კი, მდინარეში გადააგდეს. 33 წლის ბესო ბოლქვაძეს 5 ტყვია ესროლეს. ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ამ მუხლით დაიწყო გამოძიება და ერთდროულად რამდენიმე საქმეში ირაკლი დგებუაძე ფიგურირებს – შს მოქმედი მაღალჩინოსანი და ბათუმის პოლიციის უკვე ყოფილი უფროსი. 2023 წლიდან „ბათუმელები“ სხვადასხვა ძალადობის და არაადამიანური მოპყრობის შესახებ წერდა, სადაც დაზარალებულები ჰყვებიან, რომ ისინი ირაკლი დგებუაძემ სცემა. ირაკლი დგებუაძე ის პოლიციელია, ვისზე სილის გაწვნის ფაქტზე დღემდე უკანონო პატიმრობაშია ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. მზია ამაღლობელის თქმით, ირაკლი დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა, ასევე არ აძლევდა წყლის დალევის და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას. ამ შემთხვევაზეც დაიწყო გამოძიება, თუმცა არავინ დასჯილა – პირიქით, ირაკლი დგებუაძე „ოცნების“ მთავრობამ დააწინაურა.
თეირანი უარყოფს აშშ-ს მოთხოვნას ურანის გამდიდრების სრული შეჩერების შესახებ
დაკავებულია 3 პირი, რომლებსაც სამტრედიაში ადამიანის ამპუტირებული ორგანოების მიტოვებულ შენობაში დაყრას ედავებიან
ირანმა გადაწყვიტა, მშვიდობის სანაცვლოდ ტრამპს შესთავაზოს ინვესტიციები ნავთობისა და გაზის სექტორში
ამერიკელებისგან ბრიტანეთის მოქალაქეობაზე განაცხადების რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
ომის კიდევ ერთი წელი თუ მშვიდობის შანსი? როგორ აღნიშნავს უკრაინა რუსული შეჭრის მეოთხე წლისთავს
განათლების ე.წ რეფორმა საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხება
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინა დაბომბეს, ხარკოვში 14 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 7 წლის ბავშვი
ტრამპი: აშშ აქტიურად მუშაობს რუსეთსა და უკრაინას შორის ხოცვა-ჟლეტის შესაჩერებლად
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ოცნების რეჟიმის დამსახურებით უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)