2026-02-26 10:39:12, 278 ნახვა
სამართალი
ქობულეთის შემოვლით გზაზე, ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
გამოცემა „აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ქობულეთში, ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა შემოვლით გზაზე მოხდა.
თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო შეეჯახა. შემთხვევისას დაშავდა ერთი ადამიანი.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განმარტეს, რომ დაშავებული ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს.
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე რომელიც ერთხაზიანი ავტობანით უკავშირდება ერთმანეთს, ავარიები ხშირი შემთხვევაა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,