|
2026-02-23 16:41:20, 3105 ნახვა
სამართალი
2025 წელს 469 ადამიანი ემსხვერპლა ავარიებს - 2018 წლის შემდეგ ეს ყველაზე მაღალი რიცხვია
მხოლოდ 2025 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 469 ადამიანი ემსხვერპლა - მათგან 28 ბავშვი და 164 ქვეითი. ავტოსაგზაო შემთხვევების და მის გამო დაშავებულთა ისეთი მაღალი სტატისტიკა, რაც 2025 წელს დაფიქსირდა, 2018 წლის შემდეგ არ ყოფილა - მსხვერპლთა რაოდენობაც ყველაზე მაღალია 2019 წლის შემდეგ. ავტოსაგზაო შემთხვევების 43% თბილისში ხდება, მსხვერპლთა რაოდენობა ყველაზე მაღალია იმერეთში. იმერეთის შემდეგ გზებზე სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელია თბილისსა და კახეთში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წლიური სტატისტიკით, 2022 წლის შემდეგ ავარიებში მსხვერპლთა რიცხვი შეუქცევადად იზრდება. ავარიებს მსხვერპლებს შორის არიან ქვეითები - 2025 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების მსხვერპლთა 34% სწორედ ქვეითებზე მოდის. შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 1 931 ავტოსაგზაო შემთხვევა, ანუ საერთო რაოდენობის ერთი მესამედი, ავტომობილის ქვეითებზე შეჯახებაზე მოდის. ამ შემთხვევებიდან, ოფიციალური მონაცემებით, 989 ავტოსაგზაო შემთხვევა ქვეითების მიერ არასათანადო გადასასვლელით სარგებლობამ გამოიწვია და ამას 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეითების მხრიდან არასათანადო გადასასვლელით სარგებლობა ავარიების გამომწვევ მიზეზებში მესამე ადგილს იკავებს 2025 წელს. ავარიების კიდევ ერთი გამომწვევი და გავრცელებული მიზეზი არაფხიზელი მძღოლია. შსს-ს მონაცემები აჩვენებს, რომ გასულ წელს 62 ადამიანი ემსხვერპლა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლის მონაწილეობით მომხდარ ავარიას. 2025 წლის ბოლოს სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტმა მოამზადა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც ამნისტია შეეხო 23 000-მდე მძღოლს, რომლებსაც მართვის მოწმობა სხვადასხვა მიზეზით ჰქონდათ ჩამორთმეული, მათ შორის სიმთვრალეში მანქანის მართვის გამოც. იმ დროს, როცა ეს საკანონმდებლო ცვლილებები განიხილებოდა, სიმთვრალეში მანქანის ტარებისთვის მართვის უფლება 18 000-ზე მეტ ადამიანს ჰქონდა შეჩერებული.
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)