|
2026-02-20 13:30:37, 283 ნახვა
ირანმა გაეროს უთხრა, რომ აგრესიის შემთხვევაში, აშშ-ის ბაზებს სამიზნეებად განიხილავს
Reuters-ის ინფორმაციით, ირანმა გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს განუცხადა, რომ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, რეგიონში არსებული აშშ-ის ბაზები, ობიექტები და აქტივები თეირანისთვის "ლეგიტიმურ სამიზნეებად" იქცევა. Reuters-ის თანახმად, ანტონიო გუტერეშისთვის ირანის მიერ მიწერილ წერილში ნათქვამია, რომ სამხედრო აგრესიის შემჩნევის შემთხვევაში, ირანი "გადამწყვეტი" პასუხისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. 19 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ირანის საკითხზე გადაწყვეტილება შესაძლოა მომდევნო 10 დღის განმავლობაში მიიღოს. ფრენების ონლაინ მონაცემების და აშშ-ის წარმომადგენლების ინფორმაციის მიხედვით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აშშ-მა ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით უახლესი F-35 და F-22 გამანადგურებლები გადაიყვანა. პარალელურად, ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების ათობით სამხედრო თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით მიფრინავს. OSINT ანალიტიკოსები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების აქტიურობა მაღალია, როგორც აშშ-ს ისე ევროპის საჰაერო სივრცეში. ამასთან, ირანელი ოფიციალური პირი The Wall Street Journal-თან საუბარში ამბობენ, რომ მიუხედავად აშშ-სთან მოლაპარაკებების გაგრძელებისა, თეირანი მუშაობს, რომ ვაშინგტონთან არსებული უთანხმოება, შესაძლოა, ვერ გადაილახოს და ეს სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდოს.
|
რედაქტორის რჩევით
ზურგს უკან ხელშეკრული დემონსტრანტების ცემა - წამების კომიტეტი ოცნებას უმტკიცებს, რომ მწამებელი რეჟიმია
ეროვნული ბანკი იუანის რეზერვებს დივერსიფიკაციის სტრატეგიის ნაწილად განიხილავს
ომი უკრაინაში
პუტინის გამარჯვების შანსები უკრაინაში მცირდება, - The Economist
რუსი ჯარებისთვის Starlink-ისა და Telegram-ის სერვისების გათიშვამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს წარმატებული კონტრშეტევების ორგანიზების საშუალება მისცა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)